ბათუმის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათის გაცემის მეორე ეტაპი სრულდება. აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტი მუნიციპალური ბაღების 8 000 აღსაზრდელის მშობელმა მიიღო.
მერიის ინფორმაციით, პროდუქტის გაცემა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი წესების დაცვით განხორციელდა.