“ევროპული საქართველოს” მიმართვა მთავრობას

07 მაისი 2020, 11:03 971 ნახვა

“ევროპული საქართველო” მთავრობას მიმართავს, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატისა და ვადების შესახებ და საკუთარ რეკომენდაციებს სთავაზობს.

სერგო რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აუცილებელია, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების რაოდენობა  შემცირდეს.  ამასთან, საგამოცდო ცენტრები სკოლებში ჩამოყალიბდეს და საგამოცდო ოთახებში აბიტურიენტები  ინდივიდუალურად განთავსდნენ.  

რატიანის თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით  განათლების მინისტრს 10 აპრილს წერილით მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

შეფასებეისა და გამოცდების ცენტრში ამბობენ, რომ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ცენტრი ადმინისტრირებისთვის სრულ მზადყოფნაშია და იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად.  გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში