ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით ერთ-ერთ ბინაში საეჭვო წარმომავლობის ნივთი იპოვეს. მათივე თქმით, ბინაში ანტისანიტარია იყო, მეზობლებმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მერიის სამსახურები გამოიძახეს.
ადგილზე სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, ბინიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა დაიწყეს რა დროსაც აღნიშნული ჭურვი აღმოაჩინეს.
ამ წუთებში ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 236 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.