როგორ ფუნქციონირებს სოფელ დიოკნისში ყველის საწარმო -მუშაობის პროცესს ადგილზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ხულოს მერთან ერთად გაეცნო.
ყოველდღიურად საწარმო 4-დან 5 ტონამდე რძეს ამუშავებს და 400-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერს ემსახურება, აქ რძეს ხულოს მუნიციპალიტეტის 20-ზე მეტი სოფლიდან იბარებენ. წარმოებული პროდუქცია ბათუმის აგრარულ ბაზარსა და სუპერმარკეტებში იყიდება, ასევე გადის ექსპორტზე.