საქართველოს ეკონომიკისა მინისტრმა საქართველოს ბანკების ხელმძღვანელ პირებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
საუბრის მთავარი თემა საბანკო ბიზნესის მხარდაჭერის საკრედიტო-საგარანტიო სქემა იყო. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით, მის განსახორციელებლად 300 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.
საკრედიტო-საგარანტიო სქემამ ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის სტიმულირებას, რათა ქვეყანა პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან დროულად გამოვიდეს.