პაულო დიბალას კორონავირუსი ისევ დაუდასტურდა

29 აპრილი 2020, 17:20 1945 ნახვა

ტურინის ,,იუვენტუსის’’ არგენტინელ ვარსკვლავს პაულო დიბალას კორონავირუსი ისევ დაუდასტურდა. დიბალამ 6 კვირის განმავლობაში 4 ტესტი გაიკეთა და ყველა ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა. არგენტინელი ფორვარდი 21 მარტს დაინფიცირდა და 39 დღის შემდეგ ისევ ვირუსს ებრძვის. დიბალასთან ერთად კარანტინში მისი შეყვარებული ორიანა საბატინია ,რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა. არგენტინული საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით დიბალა ამ დროისთვის თავს შედარებით უკეთ გრძნობს და მკურნალობას აგრძელებს.

კორონავირუსი პაულო დიბალას ორმა თანაგუნდელმა ბლეზ მატუიდმა და დანიელე რუგანიმ უკვე დაამარცხეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი