აჭარის მთავრობის მიერ შემუშავებულ საგანგებო ბიუჯეტს, უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე ხვალ დაამტკიცებს. მანამდე კი განხილვები საფინანსო-საბიუეჯეტო კომიტეტში სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, ოპოზიცია მთავრობისგან მიზნობრივ სოციალურ პაკეტს ითხოვს, თუმცა ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ასეთი ინიციატივები ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა და ამ კონკრეტული საფინანსო დოკუმენტის მიზანი პანდემიასთან ბრძოლაა.