ამოღებულია 40 კგ ''ჰეროინი''

26 აპრილი 2020, 17:18 4348 ნახვა

ბათუმში, სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია 40 კგ ჰეროინი, საქართველოსა და ამერიკულის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლობით. 

''შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამერიკის ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ერთობლივი სწეცოპერაცია წარმატებით ჩატარდა ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ჰეროინი. სპეციალური ღონისძიებების ჩატარების შედეგად, ამოღებულია 40 კგ ჰეროინი რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 2 მლნ. დოლარს აჭარბებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ, რომელთა დაკავების ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, საქართველოში წინა წლის მარტის თვეში უკანონოდ გადმოზიდა მსუბუქ ავტომობილში სპეციალურად გამზადებულ სამალავში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ბათუმში დროებით საცხოვრებელ ბინაში განათავსეს, საიდანაც აორგანიზებდნენ ცენტრალურ ევროპაში მის გადაზიდვას. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, მიმდინარეობს სხვა პირების გამოვლენა” - განაცხადა მამუკა ჭელიძემ

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი