საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება კვლავ მძიმეა - ლაშა დარსალია

25 აპრილი 2020, 12:48 1485 ნახვა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება კვლავ მძიმეა-აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ლაშა დარსალიას განცხადებით, განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ცხინვალის რეგიონში, სადაც უკვე რვა თვეა გადასასვლელები გადაკეტილია. მისი თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - მოხდეს ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა.

დარსალიას განცხადებით, იმ ფონზე, როცა მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიმართულია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისადმი, რუსეთი ცდილობს შექმნილი ვითარება გამოიყენოს საკუთარი დესტრუქციული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი