ნიუ იორკში კორონავირუს ხუთი თვის ჩვილი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ახალშობილი გოგონა 21 მარტს გადაიყვანეს საავადმყოფოში. ნიუ იორკელი მეხანძრის ქალიშვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები დაბადებიდან აღენიშნებოდა.ხუთი თვის ბავშვი აშშ-ში „კოვიდ-19“-ის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია. სულ ქვეყნის მასშტაბით 2 აპრილიდან დღემდე ახალ კორონავირუს ერთიდან 14 წლამდე ასაკის სამი ბავშვი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ამერიკაში 526 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 24 მოქალაქე.დღე-ღამეში ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა მექსიკაში და 152 შეადგინა, ასევე ბოლო 24 საათში 34 მოქალაქე ემსხვერპლა კოვიდ 19-ს ბრაზილიაში.რაც შეეხება ისრაელს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს.
მთავრობის შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ შაბათიდან გარკვეული ბიზნესი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს, მათ შორის არის სილამაზის სალონები და რესტორნებისა და კაფეების მიტანის სერვისი.ამასთან, ის კომპანიები, რომლებიც საქმიანობას დაუბრუნდებიან, ვალდებულნი იქნებიან უზრუნველყონ მომხმარებლებს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლამდე, კომპანიების მფლობელებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა სიცხის გაზომვა.ცნობისთვის ისრაელში საერთო ჯამში კორონავირუსის 15058 შემთხვევაა დაფიქსირებული ქვეყანაში ვირუსს 194 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.