საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა

25 აპრილი 2020, 11:00 3925 ნახვა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 456 კოვიდ ინფიცირებულია.

მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. კარანტინის რეჟიმშია 4949 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 555 პირი. 456 ადამიანიდან გამოჯანმრთელდა 132, გარდაიცვალა 5.

ინფექციურ საავადმყოფოში ერთ დღეში შემთხვევების 25-ით მატებას გუშინ ჩატარებულ აგრესიულ ტესტირებას უკავშირებენ.

"გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში