ანტიკრიზისული გეგმა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს - თორნიკე რიჟვაძე

24 აპრილი 2020, 20:47 3840 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის  გადაცემა "მთავარის" პირდაპირ ეთერში შეკითხვებს, აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პასუხობდა, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე ანტიკრიზისულ გეგმას უმაღლეს შეფასებას აძლევს და ამბობს, რომ ზუსტად არის შემუშავებული, იმ მოქალაქეებზე, რომელსაც პანდემიის დროს ყველაზე მეტად ესაჭიროება დახმარება.

"პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული ოცნების მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, ნამდვილად იმსახურებს, უმაღლეს შეფასებას და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ ამ გეგმაში წარმოდგენილია, ყველა ის ძირითადი, მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტი, რომელიც ესაჭიროება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ის პრაქტიკულად მოიცავს ყველა სოციალურ ფენას, რომელიც ამ არსებული, ძალიან დიდი გლობალური გამოწვევის ფონზე, ყველაზე მეტად დაზარალა პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში" - აცხადებს აჭარის მთავრობის თავჯდომარე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი