ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 5 ათას 223 პირი იმყოფება. კახეთში მდებარე ორი საკარანტინო ზონა დატოვა 120-მა ადამიანმა. ტერიტორიის დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს.
საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს. კარანტინის ვადა უკვე 8 ათას 286 ადამიანს დაუსრულდა.