დაუჭერს თუ არა მხარს საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობის შემცირებას საქართველოს პარლამენტი? ბიუროს სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
ცვლილებები საგანგებო მდგომარეობის დროს სამართალდარღვევებს შეეხება. საპარლამენტო უმცირესობა დღევანდელ სხდომაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდება, რაც მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას შეეხება.