ზუგდიდის აგრარული ბაზარი დღეიდან ნაწილობრივ გაიხსნება

23 აპრილი 2020, 11:57 1665 ნახვა

დღეიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი ნაწილობრივ ფუნქციონირებას შეძლებს.  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით გაიხსნება ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სურსათის მაღაზიები, ყველის,  ხორცისა და ბოსტნენულის სექციები.

მათივე განმარტებით ბაზრის შესასვლელთან განთავსდებიან მოხალისეები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ხალხის რაოდენობას, დისტანციას გააკონტროლებენ და შემსვლელებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. ბაზრის შენობაში პირბადეების გარეშე მოსახლოებას არ დაუშვებენ.

იგივე შეზღუდვებითა და წესების დაცვით ფუნქციონირება უკვე განაახლა ფოთის აგრარულმა ბაზარმა. როგორც ზუგდიდის, ასევე ფოთის ბაზარი წინასადღესასწაულოდ იქ ხალხის სიმრავლის გამო დაიხურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი