ბათუმში, გვიან ღამით იმედაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის წევრებმა სახლიდან გამოსვლა მოასწრეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.