სპეცრეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში დაეშვა. თვითმფრინავში სასულიერო პირები იმყოფებიან, რომლებიც წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ.
სასულიერო პირებთან ერთად აღნიშნული სპეცრეისით საქართველოში ისრაელიდან 152 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.
ისრაელში, საქართველოს საელჩოში გამოსამგზავრებლად სულ 580 პირია რეგისტრირებული.