ბათუმში დღეს გამოკვლეული 92 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

18 აპრილი 2020, 21:28 5733 ნახვა

ლუგარის ლაბორატორიიდან მოსული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. დღეს ბათუმში გამოკვლეული 92 პირიდან ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ტესტირება ჩაუტარდათ, როგორც ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფ პირებს, ასევე ცხელების ცენტრებიდან გადამისამართებულ მოქალაქეებს.

რეგიონში ჯამში 39 კოვიდ დადებითი პაციენტია, მათგან კორონავირუსი ოთხს დღეს დაუდასტურდა, ორი ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. აჭარის საკარანტინო სივრცე 2200-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ამ ეტაპზე კი კარანტინში 1700 პირი რჩება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი