პური და პასკა უფასოდ - საქველმოქმედო აქცია

17 აპრილი 2020, 15:03 5682 ნახვა

ბათუმში პურ-ფუნთუშეულის რამდენიმე საცხობში პურისა და პასკის მოქალაქეებზე საჩუქრად გადაცემის აქცია დაიწყო. აქცია აღდგომის დღესასწაულამდე დაიგეგმა.  

„მეამა“  მსურველებს საჩუქრად ორ პურს ან პასკას  ჩუქნის. მეპატრონე აცხადებს, რომ ქველმოქმედება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა.  

გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხობის მეპატრონე კი ამბობს, რომ  მას დღის განმავლობაში გასაყიდი პურის საფასური უცნობმა ქალმა წინასწარ გადაუხადა და მცხობელს კი თხოვა, რომ პური მსურველებისთვის უფასოდ მიეცა. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი