თუ ინფიცირება ამ ტემპით გაგრძელდა აღჭურვილობა 10 დღე გვეყოფა - ბოჭორიშვილის კლინიკა

16 აპრილი 2020, 11:49 1774 ნახვა

"ის აღჭურვილობა რაც საავადმყოფოს ამ ეტაპზე გააჩნია, თუ ასეთი ტემპით წავიდა შემთხვევათა ზრდა მაშინ 10 დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს მაშინ არაპროგნოზირებადია"-განცხადება ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა.

მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. 

"ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია ეს ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მედპერსონალი, არც ადგილები, არც ეკიპირება და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე"-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 22 დადასტურებული შემთხვევაა. ბოქსირებულ განყოფილებაში კი სულ 51 პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში დღეს კორონავისური კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი