მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები იქ შევლენ, თუმცა მას 10 დღე ვერ დატოვებენ

15 აპრილი 2020, 12:12 1316 ნახვა

ჩვენ გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად. აქედან გამომდინარე დღეიდან კიდევ უფრო მკაცრდება შეზღუდვები 4 დიდ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მისივე თქმით იმოქმედებს გამონაკლისები.

"მუნიციპალიტეტში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამავე მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებული, ხოლო 10 დღის განმავლობაში ისინი მუნიციპალიტეტს ვერ დატოვებენ. ამ მუნიციპალიტეტის დატოვების უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან რეგისტრირებული სხვა მუნიციპალიტეტებში"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი