მსოფლიოში კორონავირუსის მილიონ 853 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 423 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 114 ათასზე მეტი გარდაიცვალა. განსაკუთრებით რთული ვითარება აშშ-შია სადაც 560 ათასზე მეტი ინფიცირებული და 22 ათასზე მეტი გარდაცვლილია.
ესპანეთში ლეტალურმა შემთხვევებმა კლება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით შემთხვევის რაოდენობა კვლავ რამდენიმე ასეულია. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ყველაზე მძიმე მდგომარეობა თურქეთშია აქაც ისევე როგორც რუსეთში დაავდების პიკს ჯერ კიდევ ელოდებიან.