ქობულეთის კლასტერიდან რამდენიმე პირს ანტისხეულები აქვს, რაც ნიშნავს, რომ მათ დაავადება უფრო ადრე ჰქონდათ დაწყებული - ნინო ნიჟარაძე

11 აპრილი 2020, 18:03 10778 ნახვა

აჭარაში დღეს 5 პაციენტის დადასტურებულ მონაცემებს ელოდებიან, თუმცა მედიკოსების თქმით ამ პირებს შორის, რამდენიმეს შესაძლოა უკვე აქვს გამომუშავებული ანტისხეულები და ფაქტიურად უკვე გადატანილი აქვთ კორონავირუსი, თუმცა ეს დამატებით კვლევებს მოითხოვს, კლინიკა ''მედალფაში'' კი კორონავირუსზე 19 პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართვადია.

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ შესაძლოა 2 პაციენტს კორონავირუსი საავადმყოფოში გადაედო, რადგან მათ არ უფიქსირდებათ მოგზაურობის ისტორია და საეჭვო კონტაქტები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი