‘’რა მოხდა აჭარის მაუწყებელში’’ - კვლევის შეჯამება

11 აპრილი 2020, 12:40 1565 ნახვა

‘’რა მოხდა აჭარის მაუწყებელში’’ - კვლევა    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ონლაინ შეაჯამა. ანგარიშში ქრონოლოგიურად აღწერილია გასული წლის 10 აპრილიდან  დღემდე მაუწყებელში განვითარებულ მოვლენები.

კვლევის ავტორების შეფასებით,  საინფორმაციო სამსახურის მიმართულებით მენეჯმენტმა მიიღო  უკანონო გადაწყვეტილებები,  დაიხურა გადაცემები, დირექტორმა  საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა  ის თანამშრომლები, რომლებიც აკრიტიკებდნენ მენეჯმენტის პოლიტიკას და უსამართლო გადაწყვეტილებებს - რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლად არის შეფასებული. ანგარიშში   საუბარია ასევე  მაუწყებლის ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის და მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების საკითხების შესახებ  და ორივე შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებები როგორც კვლევის ავტორები ამბობენ,  უსამართლო და დასაბუთებულია.

იურისტებსა  და ქარტიის წევრებს კითხვები უჩნდებათ  ნათია ზოიძის მიმართ სავარაუდო ზეწოლის, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებისა და თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გათავისუფლების, ასევე  თეონა ხარაბაძის ქუთაისში გადაყვანის საქმეებთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ  სამართლებრივად ადგილი აქვს უკანონო და  დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს, რაც ემსახურება  საინფორმაციო სამსახურის დამოუკიდებლობაში უხეშ ჩარევას მენეჯმენტის მხრიდან.  რაც შეეხება სამართლებრივი ნაწილს, იურისტების შეფასებით, სასამართლოს მხრიდან  ადგილი აქვს შერჩევით სამართალს სარჩელების  განხილვის თვალსაზრისით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი