ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დამატებით შეზღუდვებს აწესებს

10 აპრილი 2020, 09:45 987 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დამატებით შეზღუდვებს აწესებს.  ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით 11 აპრილს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულებამდე იკრძალება ქუჩებში, სანაპიროებზე, მოედნებზე, პარკებში და სხვა საჯარო ადგილებში ყოფნა.  

გამონაკლისს წარმოადგენს კონკრეტული  შემთხვევები. ამ ეტაპზე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი კორონავირუსის 2 შემთხვევას ადასტურებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი