საქართველოს შავ-თეთრი ისტორიის მემატიანე ფოტოგრაფი, გიორგი ცაგარელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გიორგი ცაგარელს აღბეჭდილი აქვს უმნიშვნელოვანესი მოვლენები, აფხაზეთის ომი, თბილისის სამოქალაქო ომი და 1989 წლის 9 აპრილის ღამის ტრაგიკული მოვლენები.
ფოტოგრაფმა 9 აპრილის ამსახველი ფოტოების ალბომი, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა.