 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მოქალაქეებს #9 აპირლის აღნიშვნას საკუთარი სახლებიდან სთავაზობს. სოციალურ ქსელში მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ქვეყნის ყველაზე ტრაგიკული დღისა და ამავდროულად, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აივნებზე დროშებით აღვნიშნოთ.
" მეგობრებო და ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო! არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი. დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი: დღეს, საღამოს 22.00 წუთზე, სახლებში მყოფებმა, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია - დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენის.
გვახსოვდეს #9აპრილი
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            