COVOD 19 - ის გავრცელების გამო ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს

07 აპრილი 2020, 21:31 2304 ნახვა

კორონავირუსის  გამო  ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან საზღვარს 8 აპრილიდან  ჩაკეტავს.  შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ.  ინფორმაციას,  ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.                              კორონავირუსის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.                                  არაღიარებულ რესპუბლიკაში  ირწმუნებიან, რომ  დღეის მდგომარეობით  კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი.   აკრძალვა არ გავრცელდება ოკუპირებულ აფხაზეთში  აკრედიტებული  უცხოური სახელმწიფოების დიპლომატიური უწყებების თანამშრომლებზე, აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების  სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსა და გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებზე,  ასევე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სატრანპორტო საშუალებების მძღოლებზე.                        რაც შეეხება  ოკუპირებულ ცხინვალს,  ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო 2 აპრილიდან ჩაკეტა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი