ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

07 აპრილი 2020, 19:14 4575 ნახვა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის ბათუმში კლინიკა "მედალფაში" მკურნალობდა.

ბათუმში, ეს გამოჯანმრთელების მე-5 შემთხვევაა. კლინიკაში კი, ცხრა ინფიცირებული რჩება.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 195 შემთხვევა არის  დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 46 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4708  ადამიანი, სტაციონარში კი 370 პირი რჩება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი