საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში პურის გაძვირებას კატეგორიულად გამოვრიცხავ - მინისტრი

07 აპრილი 2020, 17:41 1906 ნახვა

საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პურის ფასი არ გაძვირდება. მისივე თქმით, ხორბლის ფასის ზრდის კომპენსაცია სახელმწიფომ თავის თავზე სწორედ იმიტომ აიღო, რომ პურის ფასი შეენარჩუნებინა.

"ბევრი საუბარი იყო ბოლო პერიოდში პურის ფასის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით, მე არაერთი საუბარი მქონდა, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას ხაზგასმით ვამბობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს საგანგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და აქ მე შეიძლება ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას გაძვირების ობიექტური წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავინახეთ ხორბლის ფასის გარკვეული მცირედით მერყეობა და ზრდა, ეს არის დროებითი მოვლენა ერთის მხრივ და ის სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო  პროგრამით აქვს დაზღვეული. ჩვენ რეალურად იმპორტიორებს და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომელიც მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაციად, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით. 

პურის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან დღესაც გვქონდა შეხვედრა იმისთვის,რომ თუ არ იქნება ძირითადი ნედლეულის, ფქვილის გაძვირების წინაპირობა, პურის ფასიც არ უნდა გაძვირდეს. იმისათვის, რომ მოსახლეობას დამატებითი უხერხულობა და პრობლემები არ შეექმნეს.კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში"-განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი