გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს და გმირ ექიმებს - გიორგი გახარია

07 აპრილი 2020, 16:59 1680 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

გიორგი გახარიას თქმით, დღეს მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და ამ ბრძოლაში განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი.

„დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. დღეს მთელი მსოფლიო გლობალური პანდემიის წინაშეა და განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ძლიერია ეკონომიკურად ესა თუ ის სახელმწიფო, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად ყველას რთული ბრძოლა გვიხდება. დღეს ამ პრობლემის წინაშე ყველა ქვეყანა თუ ადამიანი თანასწორია.

რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დარჩით სახლში!“, - აღნიშნავს პრემიერი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი