7 მარტს,, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 167 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის დილის 6 საათამდე 112 მოქალაქე 3000 ლარით დააჯარიმა.
გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის გამო, 28 მოქალაქეს გამოუწერეს ჯარიმა.
ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 27 პირი დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.