ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს აჭარა დღეიდან უმასპინლებს. მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის სპეციალისტი და მოხალისე რამდენიმე ლოკაციაზე დააკვირდება. ფესტივალის ფარგლებში ექსკურსიები და შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართება. ასევე უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მიერ ლექციები და პრეზენტაციებია დაგეგმილი. ფესტივალზე დასწრების მსურველებმა ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ფესტივალი დღეს დაიწყო და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.