საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებს ჩამოყვანის მიზნით დამატებითი სპეცრეისები განსაზღვრა. 16 აპრილს -განხორციელდება ფრენა პარიზი-თბილისის მიმართულებით, 18 აპრილს - თელავივი-თბილის, 21 აპრილს კი რომი-თბილისის მიმართულებით. ფრენებს კომპანია ჯორჯიან ეარვეისი შეასრულებს. ავიარეისებზე ბილეთები რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე , კომპანიის ვებ-გვერდზე გაიყიდება, ბილეთის ფასი 199 ევრო იქნება.
მგზავრობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით განხორციელდება. მოქალაქეები 14 დღიან კარანტინს გაივლიან. ასევე ფრენები განხორციელდება 7 აპრილს - ათენი-თბილისის მიმართულებით, ამ რეისზე ბილეთების გაყიდვა დილიდან დაიწყო. ფრენა შესრულდება 10 აპრილს - ლარნაკა - თბილისის, 12 აპრილს - ბერლინი-თბილისის, 14 აპრილს კი - ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. სამშობლოში უკვე დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე.