უახლოესი კვირეების განმავლობაში მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისათვის - გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 13:41 1574 ნახვა

"მწუხარება მინდა გამოვთქვა და მივუსამძიმრო  გარდაცვლილის ოჯახს, ასევე  მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად. მინდა გავამხნევო ექიმები და ვუთხრა, რომ წინ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, დიდი გამოწვევა გველის. 

უახლოესი კვირეების განმავლობაში მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისათვის, მთავრობა, სამოქალაქო სექტორი, მოქალაქეები - უნდა გავუძლოთ ყველა დარტყმას, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ კომპრომისები ადამიანის სიცოცხლესთან არ იქნება. არარსებობის არანაირი კეთილი მიზნები, რომლითაც შეიძლება გავამართლოთ კომპრომისები. 

ჩვენ გვესმის რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით, რომ ჯანმრთელობა და ეკონომიკა. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ და ორივე ფრონტზე ვიბრძოლოთ" - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ მკაცრი ზომები ამ ვირუსის პრევენციისთვის გამოწვეულია აუცილებლობით და არა ვინმეს სურვილი. ფიქრობს, რომ თუ ამის საჭიროება დადგება, კიდევ უფრო გამკაცრდება არსებული რეგულაციები. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 79 წლის ქალი ბოლნისის კლასტერიდან. მას მძიმე გართულებები და პნევმონია ჰქონდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი