ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობა - სახალხო დამცველის ანგარიში

03 აპრილი 2020, 18:00 1946 ნახვა

ომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში, ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გარემოზე, დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 20-21 ივნისის აქციების დარბევის საქმეს, დასკვნაში წერია რომ მაშინდელ შსს მინისტრსა და მის მოადგილეებს არ გაუციათ ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე.

ამის გათვალისწინებით ოპოზიციაში ხელისუფლებას მტკიცებულებების დამალვაში ადანაშაულებენ.მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ადგილზე მიიღეს იმ სამართალდამცავებმა, რომლებზეც ხორციელდებოდა შტურმი.

433 გვერდიან ანგარიშში ასევე მოხვდა, ბოლო წლის გახმაურებული საქმეები და ტელევიზიებზე ზეწოლის საკითხი მათ შორის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები, ნინო ლომჯარიას აზრით კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებით მწვავე შეკითხვებია და ეს საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი