აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ინფექიცურ საავადმყოფოში ტესტირებაზე გადაყვანილი 13 პირიდან კოვიდ 19-ი არ დაუდასტურდა. პაციენტები, გუშინ, 2 აპრილს, დღის ბოლოს შეიყვანეს. ყველას პასუხი უარყოფითია.
3 აპრილს კი, ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ცხელების ცენტრია, 8 საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაიყვანეს, რომელთა ტესტირების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.