პირველი ლედი პანკისში იმყოფებოდა

24 სექტემბერი 2016, 00:00 3667 ნახვა

საქართველოს პირველი ლედი პანკისის ხეობას ესტუმრა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროგრამით განხორციელებული საგანმანათლებლო და დასაქმების ხელშემწყობი პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. მაკა ჩიჩუამ სოფელ დუმასტურში არსებული დღის ცენტრი მოინახულა, რომლის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან.  მოგვიანებით   შეხვედრა გაიმართა  პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებთან. დღის ბოლოს კი მაკა ჩიჩუა ადგილობრივ რადიო  "ვეის" ესტუმრა და რადიოგადაცემაში მიიღო მონაწილეობა.
 

ამავე კატეგორიაში