საქართველოში კორონავირუსით 23-ე ადამიანი განიკურნა

01 აპრილი 2020, 13:33 3896 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, სტაციონარში კი, მეთვალყურეობის ქვეშ – 301 ადამიანი რჩება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში