8 წლით პატიმრობა 15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის

01 აპრილი 2020, 13:08 1319 ნახვა

8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს დამნაშავეს, რომელმაც 15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

დანაშაული ორი წლის წინ მოხდა, ბრალდებული კი სამართალდამცველებმა 2019 წლის ივლისში დააკავეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა  2018 წლის მაისიდან  8 ნოემბრის ჩათვლით, წინასწარი შეცნობით 15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირი რამდენჯერმე დაამყარა. ასევე ადგილი ჰქონდა  გარყვნილ ქმედებასაც.

ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული 5 წელსა  და 4 თვეს  ციხეში გაატარებს.   ხოლო 2 წელი  და 8 თვე პირობითი სასჯელის მოხდა მოუწევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში