ბათუმში სამი სამხედრო ბლოგპოსტი განთავსდა - ისინი ავტომობილებს ამოწმებენ

01 აპრილი 2020, 09:59 2172 ნახვა

საყოველთაო საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გრძელდება. აჭარაში სამი საკონტროლო გამშვები პუნქტია: თამარის დასახლებაში, აეროპორტის გზატკეცილზე და ხელვაჩაურის გზაზე.

ბათუმში შემავალ და გამავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა  აკონტროლებს - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 
ქალაქ ბათუმში 3 ადგილზე მოეწყო გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები.

კორონავირუსის  პრევენციის მიზნით 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. სამხედრო მედპერსონალი  მოქალაქეებს ტემპერატურის უმოწმებს და საჭიროების შემთხვევაში პირველად დახმარებას უწევს. სამხედროები, ასევე  მოქალაქეების ავტომობილებს  სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ. 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შვიდ ქალაქს აკონტროლებენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი