ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს აჭარა უმასპინლებს. მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის სპეციალისტი და მოხალისე რამდენიმე ლოკაციაზე დააკვირდება. ფესტივალის ფარგლებში ექსკურსიები და შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართება. ასევე უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მიერ ლექციები და პრეზენტაციებია დაგეგმილი. ფესტივალი ხვალ დაიწყება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.