პანდემიის დასრულებამდე ციხეები უფრო დაიხურება - თეა წულუკიანი 

27 მარტი 2020, 13:28 1736 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 15-ვე პენიტენციური დაწესებულება კიდევ უფრო იხურება - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ციხეებში აღარ შეიშვებიან დამლაგებლები. იზღუდება მინიმუმამდე ციხეებში ადვოკატების შესვლაც, თუ სავალდებულო პროცედურებისა და გასაჩივრების ვადებს არ ეხება საქმე. იგეგმება სპეციალური გეგმის შემუშავება, რომ ციხის თანამშრომლები მინიმალურად ბრუნდებოდნენ ციხეებიდან სახლებში, იმისთვის რომ შემცირდეს ციხეებში ვირუსის იმპორტირების თეორიული შანსი. 

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ციხეები უფრო ჩაიკეტოს და დაიხუროს კოვიდ 19-ი პანდემიის დასრულებამდე, რომ გარედან არ მოხდეს ვირუსის იმპორტირება ციხეებში. თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ ნიშნავს, ე.წ. ზონებიდან ადამიანები დახურულ ციხეებში გადავლენ" - თქვა თეა წულუკიანმა. 

მინისტრი ამბობს, რომ ციხეების კვებით მომარაგება შეუფერხებლად მიმდინარეობს, არსებობს პროდუქტებისა და მედიკამენტების მარაგი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი