ბათუმში მუნიციპალური საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემა სრულდება. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს, რომელთაც სასურსათო პროდუქტები ჯერ არ მიუღიათ, შეუძლიათ ბაღებს დღეს და ხვალ მიმართონ. კორონავირუსის გავრცელების გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეჩერებულია.