ქართველი სტუდენტი ლიეტუვადან საქართველოში დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვს

26 მარტი 2020, 11:53 1515 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ლიეტუვის ქალაქ კაუნასიდან ქართველი სტუდენტი დაუკავშირდა, რომელიც საქართველოში დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვს. ნინო აბუსერიძის თქმით ის ვიტატუს მაგნუს უნივერსიტეტში სწავლობს და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს.

სტუდენტის ინფორმაციით კაუნასში დაახლოებით 50 ქართველი სტუდენტი ცხოვრობს,  ამბობს, რომ ფრენა პოლონეთიდანაა  ჩანიშნული თუმცა იმის გამო, რომ საზღვრები ჩაკეტილია პოლონეთიდან გამოფრენა და ქვეყანაში დაბრუნება შეუძლებელია. სტუდენტის ინფორმაციით, ის დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს თუმცა უწყებას რა გეგმები აქვს ლიეტუვასთან დაკავშირებით, საერთოდ  ჩაინიშნება თუ არა ფრენა პასუხს ვერ ეუბნებიან. 

ლიეტუვაში ინფიცირებულთა რიცხვი 290- აჭარბებს, ქვეყანაში  კარანტინია გამოცხადებული. მუშაობას მხოლოდ  აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები.  საგარეო საქმეთა სამინისტროს მივაწოდეთ სტუდენტის საკონტაქტო ინფორმაცია.

უწყებაში გვითხრეს, რომ დეტალებზე თავად დაუკავშირდებიან. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში