დღეს საქართველოში კიდევ 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება, რომლებიც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო ევროპიდან ვერ ჩამოდიოდნენ. თბილისი-ვენა-თბილისის ჩარტერულ რეისს ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" შეასრულებს. ყველა ჩამოსული მგზავრი სპეციალურ შემოწმებას გაივლის და კარანტინში გადავა.
მომდევნო რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისი 31 მარტს შესრულდება. 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის, 7 აპრილს თბილისი-ათენი-თბილისის და 10 აპრილს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით.
ჯერ-ჯერობით არ არის საუბარი საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნებაზე იტალიიდან და ესპანეთიდან, სადაც COVID-19-ის გავრცელების მხრივ, ევროპის მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობაა.