თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო პირი ვაზიანის სამხედრო ბაზიდან დღეს გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ისინი სამი დღის წინ მარნეულში იმყოფებოდნენ და სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
ნათია მინდაძემ ტვ "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პირადად ესაუბრა სამხედრო პირებს და ისინი ვერ იხსენებენ რაიმე საეჭვო კონტაქტს მარნეულში ყოფნის დროს.
მისივე თქმით, ყველა მათგანს ტემპერატურა მოემატა და სხვა საეჭვო სიმტომები გამოუვლინდა, ამიტომ ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ და ტესტის პასუხებს COVID 19-ზე უკვე ელოდებიან.