განსაკუთრებული რეჟიმის და საკარანტინო მესამე დღე მარნეულსა და ბოლნისში

25 მარტი 2020, 12:20 1169 ნახვა

განსაკუთრებული რეჟიმის და საკარანტინო მესამე დღე მარნეულსა და ბოლნისში.  მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი მკაცრ შემოწმებას გადის. ტერიტორიაზე შედიან მხოლოდ ის ავტომობილები, რომლებსაც მუნიციპალიტეტებში ტვირთი შეაქვთ, ასევე შედიან  ექიმები.

ტერიტორიის კონტროლი მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ღამის ხედვის აღჭურვილობით მიმდინარეობდა, ასევე კონტროლდებოდა შემოვლითი, მეორეხარისხოვანი გზებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები კონტროლისთვის იყენებენ დრონსაც. დღეს მოქალაქეებს სწრაფი ტესტები ჩაუტარდებათ.

მარნეულში იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი, ნატა ჯახუტაშვილი და კოტე გრიგალიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი