ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 407 ათას 660 პაციენტი. ვირუსს უკვე ემსხვერპლა 18 ათას 250 პირი, ხოლო გამოჯანმრთელდა 104 ათას 714 ადამიანი.
ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩინეთში, შემდეგ იტალიაში, აშშ-ში, ესპანეთში, გერმანიაში, ირანში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს იტალიას. სხვა ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი - 73,159 ადამიანი კი ჩინეთში გამოჯანმრთელდა.
ჩინეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის შიდა გადადება კვლავ არ დაფიქსირებულა. ვირუსი დაუდგინდათ მხოლოდ სხვა ქვეყნიდან ჩასულ პირებს. რაც შეეხება რუსეტს, გავრცელებული იფნროამციით, აქ რეალურ მონაცემებს მალავენ.