მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დღეს 40 შემასხურებელი აგრეგატის მეშვეობით შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელ პუნქტთან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო უსაფრთხოების ზომები მკაცრად კონტროლდება.
ყველა პირი სპეციალურ სამედიცინო შემოწმებას გადის. ადგილზე ხდება მათთვის ტემპერატურის გაზომვა. მარნეულსა და ბოლნისში მოწყობილია 12 გამშვები საგუშაგო.